Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება უშიშროების თანამშრომლებს "ოს ბანდიტებზე"


ხელისუფლება უშიშროების თანამშრომლებს "ოს ბანდიტებზე" არ გაცვლის - ასეთი განცხადება გააკეთა

ხელისუფლება უშიშროების თანამშრომლებს "ოს ბანდიტებზე" არ გაცვლის - ასეთი განცხადება გააკეთა
უშიშროების მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, საქართველოს უშიშროების სამსახური ყველაფერს იღონებს იმისთვის, რათა მისი სამი თანამშრომელი, რომლებიც რამდენიმე დღის წინათ ერგნეთის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მძევლად აიყვანეს ოსმა სეპარატისტებმა, დროულად გაათავისუფლონ. გუშინ თბილისმა უარი განაცხადა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის განახლებაზე, ვიდრე ოსთა მხარე უშიშროების სამივე თანამშრომელს არ გაათავისუფლებს. ოსების მხარე მოითხოვს, რომ უშიშროების სამსახურის სამი თანამშრომელი ქართველი სამართალდამცავების მიერ დაკავებულ ოს პირებზე გაიცვალოს.
XS
SM
MD
LG