Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეორგანიზაციის


დასრულდა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეორგანიზაციის პროცესი.

დასრულდა "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რეორგანიზაციის პროცესი.
პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს კომპანიის გენერალური დირექტორის ბრაიან კრონლის სიტყვები იმის თაობაზე, რომ კომპანიის ახალი სტრუქტურა ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული და დამტკიცებულია. კრონლის თქმით, რეორგანიზაციის გამო, კომპანიის 4500 თანამშრომლიდან 1500-ს სამსახურიდან დაითხოვენ. გუშინ მათ მიიღეს წერილობითი შეტყობინება სამუშაო კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ. სამსახურიდან დათხოვნილთა სახელფასო დავალიანების გასასტუმრებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7,3 მილიონი ლარი გამოიყოფა. სულ კი "სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომელთა სახელფასო დავალიანება 15 მილიონ ლარს შეადგენს. ბრაიან კრონლის თქმით, მისი დაფარვა ეტაპობრივად მოხდება.
XS
SM
MD
LG