Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სამხედრო პირის, ერაყში მძევლად


ამერიკელი სამხედრო პირის, ერაყში მძევლად აყვანილი უასეფ ალი ჰასუნის ბედი გაურკვეველი რჩება მას შემდეგ,

ამერიკელი სამხედრო პირის, ერაყში მძევლად აყვანილი უასეფ ალი ჰასუნის ბედი გაურკვეველი რჩება მას შემდეგ,
რაც მის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები გავრცელდა. გასამხედროებულმა ჯგუფმა “ანსარ ალ-სუნას არმიამ” დღეს თავის უებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ არ მოუკლავს უასეფ ალი ჰასუნი. გუშინ კი ისლამისტების ორ უებსაიტზე გავრცელდა განცხადებები ანსარის სახელით, რომ ამ ჯგუფმა თავი მოჰკვეთა ამერიკელ სამხედრო პირს. ამასობაში, ერაყში ძალადობა გრძელდებოდა: ცენტრალური ერაყის ქალაქ ბაქუბიდან მოსული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ავტომანქანაში ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG