Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტრომ


რუსეთის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტრომ ნავთობკომპანია "იუკოსს", შესაძლოა, ახალი პრეტენზიები წაუყენოს

რუსეთის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტრომ ნავთობკომპანია "იუკოსს", შესაძლოა, ახალი პრეტენზიები წაუყენოს
- ამჯერად 2002 და 2003 წელს ჩადენილი საფინანსო დარღვევებისთვის. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმირ უსტინოვმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში. ამ კომპანიის საბანკო ანგარიშები ამჟამად დაპატიმრებულია 2000 წლის დაუფარავი დავალიანების გამო, რომელიც სამმილიარდნახევარ დოლარს აღწევს. ნავთობკომპანიას დაახლოებით ამავე თანხის პრეტენზიები წაუყენეს 2001 წელს ჩადენილი დარღვევებისთვისაც.
XS
SM
MD
LG