Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეზე, ასლან აბაშიძეზე,

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეზე, ასლან აბაშიძეზე,
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება და მასზე ხელშეუხებლობის გარანტიები აღარ გავრცელდება, ვინაიდან საუბარია დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისებაზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა. მისი თქმით, არსებული მასალების თანახმად, ასლან აბაშიძე, მისი სახელობის ფონდებში, დიდი ოდენობით რიცხავდა საბიუჯეტო თანხებს, ხოლო შემდეგ ეს თანხები მისი ოჯახის წევრების კუთვნილი ფირმების ანგარიშებზე იგზავნებოდა. ადეიშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით 20 მილიონ დოლარზე. თავად აბაშიძემ, რომელიც ამჟამად რუსეთში იმყოფება, განაცხადა, რომ " საქართველოში დღეს 37 წელია". ჟურნალისტებთან შეხვედრისას, აბაშიძემ თქვა, რომ საქართველოში ახლა ნებისმიერი ადამიანის დადანაშაულება შეუძლიათ ნებისმიერი ბრალდებით.
XS
SM
MD
LG