Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის


შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ამ უწყების თანამშრომელთა რიცხვი

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ამ უწყების თანამშრომელთა რიცხვი
11 ივლისიდან 26 პროცენტით შემცირდება. მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროში დაგეგმილი რეფორმის შედეგად სამინისტროს თანამშრომელთა რაოდენობა 53663-დან 39764-მდე შემცირდება. გაუქმდება ეკოპოლიცია, საგზაო და სატრანსპორტო პოლიციები და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამმართველო - მათ ფუნქციებს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი რაიონული რგოლები შეითავსებენ. 11 ივლისიდან საქმიანობას შეუდგება საპატრულო პოლიცია. ოქრუაშვილის თქმით, მთავრობამ უნდა იფიქროს სამსახურიდან დათხოვნილი თანამშრომლებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდაზე, რისთვისაც თანხები უნდა მოიძიოს.
XS
SM
MD
LG