Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში უკანონოდ შეიყვანა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში უკანონოდ შეიყვანა
ათასობით შეიარაღებული პირი. ვითარების გამწვავებისთვის პასუხისმგებლობა ლავროვმა თბილისს დააკისრა. [სერგეი ლავროვის ხმა]: "ერთადერთი, რითაც ვხელმძღვანელობთ, საერთაშორისო სამართალია. ამ შემთხვევაში ეს არის შეთანხმებები, რომელიც მიღწეულ იქნა საქართველოს მხარის მონაწილეობით და მოწონებულ იქნა ეუთოს მიერ. ასე რომ, შექმნილი სიტუაციისთვის ძირითადი პასუხისმგებლობა თბილისს ეკისრება. ეუთო, როგორც არსებული შეთანხმებების მხარდამჭერი ორგანიზაცია, ვალდებულია, საქართველოს ხელმძღვანელობას მოსთხოვოს, შეწყვიტოს ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა." საქართველომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან იარაღი შეაქვთ. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებელია პირდაპირი დიალოგის გამართვა საქართველოსა და რუსეთის ხელმძღვანელებს შორის. [სააკაშვილის ხმა]: "ეს რუსეთ-საქართველოს საკითხია. რამდენიც უნდა ეცადოს ვინმე, ეს საკითხი საქართველოსა და ოსეთის საქმედ აქციოს, არაფერი გამოუვა. ეს არის საკითხი თბილისსა და მოსკოვს შორის. ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგი გავმართოთ მოსკოვთან, მაგრამ თუ - დუმაში და სხვაგან - ვინმეს სურს, ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს, არ გამოუვა. ნურავინ ეცდება ჩვენს დაშინებას. მზად ვართ, რუსეთთან ერთად ყველა საკითხი გადავჭრათ. მაგრამ ოსების ჩათრევას ნურავინ ეცდება. ოსები ჩვენი განუყოფელი ნაწილი არიან, ის მოქალაქეები არიან, რომლებზეც თვითონვე ვიზრუნებთ." სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არ აპირებს მოლაპარაკების გამართვას სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტ ედუარდ კოკოითისთან. მისი თქმით, კოკოითის იგი სთავაზობდა მოლაპარაკებას სტატუსზე და უსაფრთხოების გარანტიებზე, მაგრამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა მოლაპარაკების გამართვა არ ისურვა. კონფლიქტის ზონაში ბოლო დღეებში მომხდარ რამდენიმე ინციდენტში ათამდე ადამიანი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG