Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ მიხეილ სააკაშვილი სამდღიანი სამუშაო


ხვალ მიხეილ სააკაშვილი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება.

ხვალ მიხეილ სააკაშვილი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ვიზიტი საქართველოსთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების მიზანს ემსახურება - “მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა, მის წინააღმდეგ მოქმედი პროპაგანდისტული მანქანა კი ცდილობს აჩვენოს მსოფლიოს, რომ აქ დაძაბული სიტუაციაა და საქართველო კონფლიქტებს ომის გზით აგვარებს”.
ვიზიტის პროგრამაშია შეხვედრები დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეკ სტროსთან, თავდაცვის მინისტრთან ჯეფ ჰუნთან და ქვეყნის სხვა ლიდერებთან. ვიზიტის მეორე დღეს კი მიხეილ სააკაშვილს ბუკინგემის სასახლეში მიიღებს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II. 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილი ლონდონის კინგზ კოლეჯის ბრიტანელ და ქართველ სტუდენტებს შეხვდება.
XS
SM
MD
LG