Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პერმიერ-მინისტრ, ტონი ბლერის შეფასებით


ბრიტანეთის პერმიერ-მინისტრ, ტონი ბლერის შეფასებით, ოფიციალური ანგარიში ერაყის ომამდე ბრიტანული დაზვერვის

ბრიტანეთის პერმიერ-მინისტრ, ტონი ბლერის შეფასებით, ოფიციალური ანგარიში ერაყის ომამდე ბრიტანული დაზვერვის
მუშაობის საკითხზე ცხადჰყოფს, რომ “არავინ იტყუებოდა და არავინ ეწეოდა ინფორმაციის მანიპულაციას”. მაგრამ ანგარიშში, რომელსაც ბლერი შეეხო, ნათქვამია, რომ ერაყის ომამდე სადაზვერვო ინფორმაციაში იყო სერიოზული ხარვეზები. ანგარიშში გაკრიტიკებულია ბლერის მთავრობაც. ამ კრიტიკასთან დაკავშირებით ბლერმა აღნიშნა: [ტონი ბლერის ხმა] “დაშვებული შეცდომებისათვის, რომლებიც, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, განზრახ მანიპულაციის შედეგი არ ყოფილა, რასაკვირველია, პასუხისმგებლობას ვკისრულობ. მაგრამ ვერ ვიტყვი, შეცდომად მიმაჩნდეს სადამ ჰუსეინის დამხობა”. გამოძიებამ, რომლის შესახებ ანგარიში დღეს გამოქვეყნდა, დაადგინა, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რომელსაც შეერთებული შტატები და ბრიტანეთი იშველიებდნენ ერაყში ომის დაწყებისას - ერაყში მასობრივი განადგურების იარაღიდან მომდინარე საფრთხე - არ ეფუძნებოდა სოლიდურ სადაზვერვო ინფორმაციას. თუმცა ანგარიშში არ არის დადანაშაულებული ბლერი, ან მისი ადმინისტრაციის რომელიმე წევრი.
XS
SM
MD
LG