Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მმართველ


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მმართველ კოალიციაში შესვლა ოფიციალურად შესთავაზა შასის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა მმართველ კოალიციაში შესვლა ოფიციალურად შესთავაზა შასის
ულტრაორთოდოქსულ რელიგიურ პარტიას. მომავალ კვირაში ამ საკითხზე მოლაპარაკება უნდა გაიმართოს. იმის გამო, რომ შარონის ლიკუდის პარტიის წევრთაგან ბევრმა მხარი არ დაუჭირა ღაზის დატოვების გეგმას, პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, სხვა პოლიტიკურ ძალებს დაეყრდნოს, მათ შორის ოპოზიციურსაც. მმართველ კოალიციაში გაწევრიანება უკვე შესთავაზეს შრომის პარტიასაც, რომელსაც სათავეში უდგას ისრაელის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი პოლიტიკოსი შიმონ პერესი.
XS
SM
MD
LG