Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის დასრულებას

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის დასრულებას
წელიწადნახევარში ვარაუდობს. მისი თქმით, სახელმწიფო საკუთრებაში მხოლოდ ის ობიექტები დარჩება, რომლებიც საქართველოსთვის თვითიდენტიფიკაციის სიმბოლოს წარმოადგენს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრმა წარმოადგინა მის მიერ დამტკიცებული 372 საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხა, რომელთაგან ნაწილი მნიშვნელოვანი საწარმოებია, ხოლო უდიდესი ნაწილი - შედარებით მცირე ობიექტები. ბენდუქიძის განცხადებით, საპრივატიზაციო ნუსხის დადგენა და ობიექტების პრივატიზება ეტაპობრივად მოხდება და პროცესი 1,5-2 წლის ვადაში დასრულდება.
XS
SM
MD
LG