Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის ავტონომიის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ


პალესტინის ავტონომიის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ აჰმედ ყურეიმ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა

პალესტინის ავტონომიის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ აჰმედ ყურეიმ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა
პარასკევს მომხდარი ინცინდენტის გამო. წუხელ ღაზას სექტორში და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე შეიარაღებულმა პალესტინელებმა მცირე ხნით დაატყვევეს პოლიციის უფროსი და მძევლად აიყვანეს აგრეთვე ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი ოთხი ფრანგი მოქალაქე. გამტაცებლებმა ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი ავტონომიაში გამეფებული კორუფციის გამო. პალესტინის ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა არ მიიღო პრემიერ-მინისტრის გადადგომა, სამაგიეროდ თანამდებობიდან გაათავისუფა პოლიციისა და უშიშროების სამსახურის უფროსები, ხოლო ღაზის სექტორში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG