Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხალხი მხნედაა და მათში შიშის


"ხალხი მხნედაა და მათში შიშის ნატამალი არ არის" - აცხადებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,

"ხალხი მხნედაა და მათში შიშის ნატამალი არ არის" - აცხადებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი,
რომელიც კვირას ღამით ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ჩავიდა. სააკაშვილის თქმით, კონფლიქტის ზონაში სოფლები იმდენად იქნება გამაგრებული, რამდენადაც საჭიროა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა დასძინა, რომ საქართველო თავს არავის ესხმის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა. ქართველი ჯარისკაცების ამოცანაა, არ წამოეგონ პროვოკაციას და მოსახლეობა დაიცვანო - აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთიდან კვლავ შევიდნენ კაზაკები. პრეზიდენტის განცხადებით, ის “არავის არ ურჩევს საქართველოში ცხვირის შემოყოფას”.
XS
SM
MD
LG