Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა იად


ერაყის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა იად ალაუიმ დღეს სირიაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ერაყმა და სირიამ უნდა დაიწყონ ახალი ეტაპი

ერაყის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა იად ალაუიმ დღეს სირიაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ერაყმა და სირიამ უნდა დაიწყონ ახალი ეტაპი
“გულწრფელ და ძმურ ურთიერთობაში”. დამასკოში ჩასვლის შემდეგ ალაუიმ სირიის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო "სანასთან" ინტერვიუში მადლობა უთხრა სირიას ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის ოპოზიციის წარმომადგენლების მხარდაჭერისათვის. ხვალ ალაუი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს უნდა შეხვდეს. დაგეგმილია ასევე მისი ვიზიტები რამდენიმე სხვა არაბულ სახელმწიფოში.
XS
SM
MD
LG