Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირმა გაეროს უშიშროების საბჭოს


ევროპის კავშირმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, გააფრთხილოს სუდანი,

ევროპის კავშირმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, გააფრთხილოს სუდანი,
რომ თუ დარფურის პროვინციაში მიმდინარე სისხლიან კონფლიქტს წერტილი არ დაესვა, მის მიმართ შემოღებულ იქნება სანქციები. სუდანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს დაპირება და განაიარაღოს არაბთა რაზმები, რომლებიც დარფურის აფრიკულ მოსახლეობას ატერორებენ - ნათქვამია ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში, რომელიც დღეს ბრიუსელში გამოქვეყნდა. აი, რა განაცხადა დარფურში შექმნილი ვითარების თაობაზე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ ბოტმა: [ბერნარდ ბოტის ხმა] "ჩემი აზრით, უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, შეასრულებს თუ არა სუდანის ხელისუფლება ნაკისრ ვალდებულებას და გააკეთებს თუ არა იმას, რის გაკეთებასაც დაგვპირდა. მათ მშვენივრად ესმით, რომ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქციები გარდუვალი იქნება." შარშანდელი თებერვლიდან მოყოლებული, პროვინციაში 50 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, კიდევ მილიონობით მოსახლეს მშობლიური ადგილების დატოვება მოუხდა.
XS
SM
MD
LG