Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბოსტოში გრძელდება აშშ-ის ოპოზიციური


დღეს ბოსტოში გრძელდება აშშ-ის ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც სენატორი

დღეს ბოსტოში გრძელდება აშშ-ის ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც სენატორი
ედვარდ კენედი გამოდის. ბოსტონისკენ გზად, პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯონ კერიმ, ვირჯინიაში, ქალაქ ნორფოლკში განაცხადა, რომ 11 სექტემბრის საქმეთა შემსწავლელ კომისიას უნდა გაუგძელდეს მუშაობის ვადა, რათა მისი რეკომენდაციები შესრულდეს, რაც შიძლება სწრაფად. კერიმ გააკრიტიკა ჯორჯ ბუშისეული სამუშაო ადგილების პოლიტიკა. ყოფილმა პრეზიდენტებმა ჯიმი კარტერმა და ბილ კლინტონმა მხარი დაუჭირეს მომავალ- ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სენატორ ჯონ კერის კანდიდატურას. კაპრტერმა გააკრიტიკა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა.
[კარტერის ხმა] “აშშ-მა უკუაგდო თავისი პარტნიორები, ააღელვა მეგობრები და ხელი შეუწყო მტრებს, აირჩია რა საეჭვო, პრევენციული ომის კონცეფცია. მოკავშირეებს დავშორდით, მსოფლიო ჩვენი მოქმედებით აღშფოთებულია, ახლო აღმოსავლეთში კვლავ დაძაბულობაა, ჯონ კერი გვჭირდება, რათა გამოაცოცხლოს და ახალი აზრი შესძინოს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას”. ყრილობის ბოლო დღეს ხუთშაბათს, კერის ოფიციალურად დაასახელებენ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად.
XS
SM
MD
LG