Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ჯონ


აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ჯონ კერი დაასახელეს პრეზიდენტობის კანდიდატად

აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ჯონ კერი დაასახელეს პრეზიდენტობის კანდიდატად
და, მაშასადამე, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მეტოქედ. არჩევნები 2 ნოემბერს გაიმართება. დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კი ჯონ ედვარდსია და მან ყრილობის მონაწილეებს ოთხშაბათს უთხრა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემხთვევაში, ის და კერი შეეცდებიან, ნატოს ჯარებმა მიიღონ მონაწილეობა ერაყის სტაბილიზებაში და მეტმა სახელმწიფომ მიიღოს მონაწილეობა ერაყის რეკონსტრუქციაში. იქვე ედვარდსმა პირობა დადო, რომ ის და კერი გაანადგურებენ ტერორისტულ ორგანიზაცია “ალ-ყაიდას”.
XS
SM
MD
LG