Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს სოფელ თამარაშენთან სროლების ხმა


პარასკევს სოფელ თამარაშენთან სროლების ხმა ისმოდა

პარასკევს სოფელ თამარაშენთან სროლების ხმა ისმოდა
რუსეთმა დღეს მოუწოდა საქართველოსა და თვითაღიერაბულ სამხრეთ ოსეთს, რეგიონში მიმდინარე დაძაბულობის განსამუხტავად, დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები. პარასკევს სოფელ თამარაშენთან სროლების ხმა ისმოდა და, როგორც იუწყებიან, არიან დაჭრილები. ცხინვალელი სეპარატისტები და საქართველოს მხარე პროვოკაციების მოწყობაში ერთამენთს ადანაშაულებენ. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდალმა, გენერალმა სვიატოსლავ ნაბზდოროვმა განაცხადა, რომ მშვიდობისმყოფელები პატრულირებას განაახლებენ. ნაბზდოროვის ხმა:" დღეს საღამოს 17 საათზე ორი დამატებითი საგუშაგო მოეწყობა. ერთი სოფელ თამარაშენის დასავლეთი სატელევიზიო ანძასთან და მეორე თამარაშენის აღმოსავლეთით. აქ 20 საათიდან რსუეთის სამშვიდობო ქვედანაყოფის ძალებით დაიწყება პატრულირება. "რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი ლოშჩინინის თქმით, რეგიონიდან მიღებულ ცნობები ცხადყოფენ, რომ ვითარება სამხრეთი ოსეთის რეგიონში უარესდება და საჭირო სასწრაფო მოლაპარაკებების დაწყება. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც დღეს დაასრულა ოფიციალური ვიზიტი ისარელში, კიდევ ერთხელ განაცხაად, რომ მისი პოლიტიკური მოღვაწეობის მთავარ მიზნად საქართველოს გაერთიანებას მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG