Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში


ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში აშშ-ის ჯარების მთავარსარდალი, გენერალი ჯონ აბიზაიდი

ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში აშშ-ის ჯარების მთავარსარდალი, გენერალი ჯონ აბიზაიდი
პაკისტანის პრეზიდენტ ფერვზეზ მუშარაფს შეხვდა. ისლამაბადში გამართული მოლაპარაკების მთავარი თემა იყო ორი ქვეყნის თანამშრომლობა უშიშროების სფეროში და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. გუშინ პაკისტანში თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო აფეთქება, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი შაუკატ აზიზის წინააღმდეგ იყო მიმართული. აზიზი გადარჩა, მაგრამ დაიღუპა 8 ადამიანი. იერიშის პასუხისმგებლობა იკისრა ჯგუფმა, რომელიც აცხადებს, რომ ალ-ყაიდასთან კავშირშია. ეს ცნობა სხვა წყაროებს არ დაუდასტურებიათ. ამასობაში გავრცელდა ცნობა, რომ პაკისტანში, ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.
XS
SM
MD
LG