Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება ერაყში მძევლად


ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება ერაყში მძევლად აყვანილი 7 უცხოელის ბედზე. ზოგი ინფორმაციით, ისინი გაათავისუფლეს.

ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება ერაყში მძევლად აყვანილი 7 უცხოელის ბედზე. ზოგი ინფორმაციით, ისინი გაათავისუფლეს.
ამ შინაარსის განცხადება გააკეთა კენიის მთავრობის წარმომადგენელმა. მისი ინფორმაციით, მძევლები (სამი კენიელი, სამი ინდოელი და ერთი ეგვიპტელი) გამოუშვეს და ბაღდადში ეგვიპტის საელჩოში მიიყვანეს. მაგრამ შუამავალმა, რომელიც მძევლების გათავისუფლების საკითხზე მუშაობს, უარყო ეს ცნობა და აღნიშნა, რომ გრძელდება მოლაპარაკება მძევლების გათავისუფლების შესახებ. ამჟამად ერაყში გატაცებული დანარჩენი მძევლები არიან ორი ლიბანელი ბიზნესმენი და ორი მძღოლი, რომელიც თურქულ კომპანიაში მუშაობს.
XS
SM
MD
LG