Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ფრაქცია ,,მემარჯვენე ოპოზიცია –


საპარლამენტო ფრაქცია ,,მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლების" ლიდერი დავით გამყრელიძე,

საპარლამენტო ფრაქცია ,,მემარჯვენე ოპოზიცია – მრეწველები, ახლების" ლიდერი დავით გამყრელიძე,
რომელიც ივლისის მიწურულს ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა აშშ-ში, აცხადებს, რომ ვაშინგტონი ფლობს ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევისა და ბიზნეს-სტრუქტურების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შესახებ. აშშ-ში "ღია ფერებში" აღარ ჩანს საქართველოში მიმდინარე მოვლენები, როგორც ეს უწინ იყოო - განაცხადა გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, ბოლო "საგანგაშო სიგნალი" “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენის მშენებლობის შეჩერება იყო. გამყრელიძემ მოუწოდა ხელისუფლებას, არ გაიმეოროს ყოფილი პრეზიდენტების, ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის შეცდომები, როცა მათ აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების უგულებელყოფა მოახდინეს. გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან დაკავშირებით, გარემოს დაცვითი ასპექტების გაძლიერება მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს, მშენებლობის მიმდინარეობისას, ამ საკითხზე საუბარი დაგვიანებულია.
XS
SM
MD
LG