Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიბრალტარის პარლამენტმა კვლავ ერთხმად დაადასტურა


გიბრალტარის პარლამენტმა კვლავ ერთხმად დაადასტურა ნახევარკუნძულის მოსახელეობის სურვილი, რომ არ გადავიდეს ესპანეთის იურისდიქციაში.

გიბრალტარის პარლამენტმა კვლავ ერთხმად დაადასტურა ნახევარკუნძულის მოსახელეობის სურვილი, რომ არ გადავიდეს ესპანეთის იურისდიქციაში.
დღეს გიბრალტარში საზეიმოდ აღნიშნავენ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაში ყოფნის 300 წლისთავს. ათასობით ადამიანმა ცოცხალი ჯაჭვი შექმნა ნახევარკუნძულის გარშემო იმის საჩვენებლად, რომ გიბრალტარელები ერთ მუშტად არიან შეკრული. ინგლისელებმა გიბრალტარი 1704 წელს დაიპყრეს ე.წ. "ესპანეთის მემკვიდრეობისთვის" ომში. 1713 წლის სამშვიდობო ხელშეკრულებამ საბოლოოდ დაუმკვიდრა დიდ ბრიტანეთს ეს ტერიტორია. ესპანეთი დღემდე აცხადებს გიბრალტარზე პრეტენზიას. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე ლუის საპატერომ დღეს განაცხადა, რომ გიბრალტარში მიმდინარე დღესასწაული შეუფერებელია, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა დიალოგის აუცილებლობა.
XS
SM
MD
LG