Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აცხადებს, რომ აღარ არის


აშშ აცხადებს, რომ აღარ არის ჩეჩენი მეამბოხეების ოფიციალურ წარმომადგენელ ილიას ახმადოვისათვის

აშშ აცხადებს, რომ აღარ არის ჩეჩენი მეამბოხეების ოფიციალურ წარმომადგენელ ილიას ახმადოვისათვის
პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის წინააღმდეგი, რახან დადგინდა, რომ ახმადოვს არა აქვს კავშირი ტერორიზმთან.
მაისში ამერიკელმა მოსამართლემ ბოსტონში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახმადოვი იმსახურებს თავშესაფარს შეერთებულ შტატებში. მაგრამ შინაგანი უშიშროების დეპარტამენტმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. დღეს კი ამ დეპარტამენტის წარმომადგენელმა რას კუნოკიმ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ, როგორც ამასობაში გაირკვა, ილიას ახმადოვს არა აქვს კავშირი ტერორიზმთან და ამის გამო საჩივარი ისევ გამოიტანეს. ამ ნაბიჯს უკვე მოჰყვა მოსკოვის გამოხმაურება - უარყოფითი გამოხმაურება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის მთავრობა დაადანაშაულა, რომ ის ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. რუსეთი ილიას ახმადოვის (ჩეჩენი მეამბოხეების საგარეო საქმეთა მინისტრის) აშშ-დან ექსტრადიციას მოითხოვდა.
XS
SM
MD
LG