Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი არ უპასუხებს გასულ


საქართველოს პარლამენტი არ უპასუხებს გასულ კვირაში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ

საქართველოს პარლამენტი არ უპასუხებს გასულ კვირაში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ
სრულიად გაუმართლებელ დადგენილებას საქართველოსთან დაკავშირებით. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, მეტად რთული იქნებოდა რუსეთის სათათბიროს დადგენილებაზე კორექტული პასუხის გაცემა, ხოლო კორექტულობისა და კოლეგიალობის ჩარჩოების დარღვევა ქართველ პარლამენტარებს არ სურთ. 5 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო განცხადება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით. მასში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან განუწყვეტელი მუქარის პირობებში იქმნება ვითარება, რომელიც რუსეთის სუვერენიტეტს ემუქრება. "საქართველოს ხელისუფლების მიზეზით საომარ დაპირისპირებაში შეიძლება ჩაერთოს რუსეთის ფედერაცია და კავკასიის რეგიონის სხვადასხვა რესპუბლიკაში მცხოვრები რუსეთის ათასობით მოქალაქე", ნათქვამია დოკუმენტში.
XS
SM
MD
LG