Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით


ხვალ საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება თურქეთის პრემიერ-მინისტრი

ხვალ საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება თურქეთის პრემიერ-მინისტრი
ტაიპ რეჯებ ერდოანი. თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში ჩავა თურქ ბიზნესმენთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ვიზიტის პროგრამაშია ერდოანის შეხვედრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან. მხარეები თურქეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. თურქეთის დელეგაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასაც ეწვევა და გაეცნობა იქ არსებულ საინვესტიციო გარემოს.
XS
SM
MD
LG