Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე


ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე ქვეყნებმა გადაწყვიტეს,

ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე ქვეყნებმა გადაწყვიტეს,
მოხსნან ზოგიერთი შეზღუდვა ოპერაციის მსვლელობაში ძალის გამოყენებაზე. აი, როგორ განმარტა მიღებული გადაწყვეტილება ქვეყანაში მოქმედი ნატოს ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ჯეიმს ჯონსმა: [ჯეიმს ჯონსის ხმა] "მსოფლიოში სულ უფრო მეტად ესმით, რომ სამშვიდობო ძალების მოსამსახურეთა მოქმედების მეტისმეტი შეზღუდვით საპირისპირო ეფექტს ვიღებთ. ჩემი აზრით, ამით ჩვენ საფრთხეში ვაგდებთ ჩვენსავე ჯარისკაცებს, რადგან მტერმა კარგად უწყის, რისი უფლება აქვთ მშვიდობისდამცველებს და რისი - არა აქვთ. ამიტომ, თუ მოწინააღმდეგე იერიშზე გადასვლას გადაწყვეტს, იგი თავს დაესხმება იმას, ვისაც ყველაზე მეტ სისუსტეს უპოვის." საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ნატო 8500 კაცამდე ზრდის ავღანეთში თავის სამხედრო კონტინგენტს.
XS
SM
MD
LG