Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელის მოსახლეობამ რეფერენდუმში ნდობა გამოუცხადა


ვენესუელის მოსახლეობამ რეფერენდუმში ნდობა გამოუცხადა პრეზიდენტ უდო ჩავესს.

ვენესუელის მოსახლეობამ რეფერენდუმში ნდობა გამოუცხადა პრეზიდენტ უდო ჩავესს.
წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 58-მა პროცენტმა ხმა მისცა იმას, რომ ჩავესი დარჩეს სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე. რეფერენდუმი ჩატარდა ოპოზიციის ინიციატივით. იგი ჩავესს დიქტატურასა და ეკონომიკის მოშლაში ადანაშაულებს. ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ ჩავესმა თავისი რეზიდენციის აივნიდან მიმართა ხალხს ეროვნული ჰიმნის სიმღერით და ხალხმა მას ხმა აუწყო. მან პირობა დადო, რომ ნავთობით მდიდარი ვენესუელა ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე სტაბილურობის გარანტი იქნება. ოპოზიცია უარყოფს ოფიციალურ შედეგებს.
XS
SM
MD
LG