Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტოკატასტროფაში დაიღუპა ჰოკეის ცნობილი ჩეხი


ავტოკატასტროფაში დაიღუპა ჰოკეის ცნობილი ჩეხი მწვრთნელი და წარსულში გამოჩენილი ჰოკეისტი - ივან ჰლინკა.

ავტოკატასტროფაში დაიღუპა ჰოკეის ცნობილი ჩეხი მწვრთნელი და წარსულში გამოჩენილი ჰოკეისტი - ივან ჰლინკა.
ჰლინკას ავტომობილი სატვირთო მანქანას შეეჯახა ქალაქ კარლოვი ვარის მახლობლად. რამდენიმე საათის შემდეგ ჰლინკა საავადმყოფოში გარდაიცვალა მიღებული ტრავმებისგან. ივან ჰლინკა ახლახან დაბრუნდა ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ამ თანამდებობაზე მისი ყველაზე დიდი წარმატება იყო ჩეხი ჰოკეისტების გამარჯვება 1998 წელს ნაგანოს ოლიმპიურ თამაშებზე. ჰლინკა 2002-2003 წლებში მუშაობდა რუსეთში, ომსკის "ავანგარდის" მწვრთნელად.
XS
SM
MD
LG