Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს აიათოლა ალი სისტანი -


დღეს აიათოლა ალი სისტანი - ერაყელ შიიტთა ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირი -

დღეს აიათოლა ალი სისტანი - ერაყელ შიიტთა ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირი -
გულის წარმატებული ოპერაციის შემდეგ ლონდონის საავადმყოფოდან გამოწერეს. თუმცა, როგორც მისმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს აუწყა, სისტანი ჯერჯერობით ბრიტანეთში დარჩება. ექსპერტთა შეფასებით, სისტანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ერაყში სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით, რადგან 73 წლის სისტანი მხარს არ უჭერს იმ შეიარაღებულ წინააღმდეგობას, რომელსაც ახალგაზრდა შიიტი კლერიკოსის, მოყტადა სადრის მომხრეები ერაყში მოქმედ კოალიციას უწევენ.
XS
SM
MD
LG