Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში გრძელდება ზაფხულის 28-ე ოლიმპიური


ათენში გრძელდება ზაფხულის 28-ე ოლიმპიური თამაშები. დღეს მეოთხე ოქროს მედალი მოიპოვა ამერიკელმა მოცურავემ მაიკლ ფელპსმა,

ათენში გრძელდება ზაფხულის 28-ე ოლიმპიური თამაშები.
დღეს მეოთხე ოქროს მედალი მოიპოვა ამერიკელმა მოცურავემ მაიკლ ფელპსმა,
რომელმაც 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში გაიმარჯვა. დღეს კიდევ სამი "ოქრო" მოიპოვეს ჩინელმა სპორტსმენებმა, რომელთა კოლექციაში ახლა 14 ოქროს მედალია. აშშ-ის ოლიმპიელთა ანგარიშზე ერთით ნაკლები - 13 ოქროს მედალია. დღესვე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, ოლიმპიადისწინა პერიოდში სადოპინგო კონტროლზე გამოუცხადებლობისთვის ასპარეზობაში მონაწილეობა აუკრძალა ხუთ სპორტსმენს. ესენი არიან ვაფა ამური (მაროკო), ვიქტორ კისლიანი (მოლდავეთი), ზოლტან კეჩკეში (უნგრეთი), ტრატიმა კუმარი ნა (ინდოეთი) და შაბაზ სულე (თურქეთი).
XS
SM
MD
LG