Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსა და სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მოუწოდა,

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსა და სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მოუწოდა,
უარი თქვან ძალადობაზე და რეგიონში არსებული დაპირისპირება მშვიდობიანი გზით მოაგვარონ. შავი ზღვისპირა ქალაქ სოჭში, სომხეთის პრეზიდენტთან, რობერტ ქოჩარიანთან შეხვედრის შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ უთანხმოების მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკების გზით შეიძლება. [ვლადიმირ პუტინის ხმა] "გამოსავალი მხოლოდ ერთი შეიძლება არსებობდეს: აუცილებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა - ეს ერთი. მეორე: მხარეებმა უნდა ისწავლონ თანხმობის მიღწევა; და მესამე: მათ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური ნება, შეასრულონ კიდეც ეს შეთანხმებები." მანამდე ვლადიმირ პუტინი მიესალმა საქართველოს ხედისუფლების გადაწყვეტილებას, დაკავებული სტრატეგიული სიმაღლეებიდან გაეყვანა თავისი ჯარის ნაწილები.
XS
SM
MD
LG