Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კვირას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კვირას სოფელ ცენტოროიში ყვავილებით შეამკო ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ახმედ კადიროვის საფლავი,

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კვირას სოფელ ცენტოროიში ყვავილებით შეამკო ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ახმედ კადიროვის საფლავი,
რომელიც ტერაქტის შედეგად გროზნოში მიმდინარე წლის 9 მაისს დაიღუპა. პუტინთან ერთად ყვავილები საფლავზე კადიროვის შვილმა, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერმა უსაფრთხოების საკითხებში, რამზან კადიროვმა და ჩეჩნეთის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს აღდგენის კონტროლის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარემ, ალუ ალხანოვმაც მიიტანეს. კვირას ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა მზადაა გააგზავნოს ცხინვალის რეგიონში 5 ათასი ჩეჩენი, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ნორმალიზებას. ამასთან, რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ ასეთი თხოვნით მას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებმა მიმართეს.
XS
SM
MD
LG