Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსლოში ედუარდ მუნკის მუზეუმიდან


ოსლოში ედუარდ მუნკის მუზეუმიდან გაიტაცეს გამოჩენილი ნორვეგიელი მხატვრის ორი შედევრი

ოსლოში ედუარდ მუნკის მუზეუმიდან გაიტაცეს გამოჩენილი ნორვეგიელი მხატვრის ორი შედევრი
- სურათების "ყვირილისა" და "მადონას" ვარიანტები. როგორც იტყობინებიან, ორი ნიღბიანი ადამიანი იარაღით დაემუქრა მუზეუმის პერსონალს, მოხსნა კედლიდან სურათები და გაუჩინარდა მანქანით, რომელიც მათ უცდიდა. გატაცების მომსწრე გახდა მუზეუმის მრავალი დამთვალიერებელი. არავინ დაშავებულა. მუნკს თავისი უმნიშვნელოვანესი სურათების რამდენიმე ვერსია აქვს დახატული. "ყვირილის" ერთ-ერთი ვარიანტი 1994 წელს გაიტაცეს ნორვეგიის ეროვნული გალერეიდან და რამდენიმე თვის შემდეგ იქნა აღმოჩენილი.
XS
SM
MD
LG