Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი აფრიკის პოლიციამ ჩხრეკვა მოაწყო


სამხრეთი აფრიკის პოლიციამ ჩხრეკვა მოაწყო დიდი-ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის

სამხრეთი აფრიკის პოლიციამ ჩხრეკვა მოაწყო დიდი-ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის
მარგარეტ ტეტჩერის ვაჟის სახლში, სადაც სამხილს ეძებდნენ. თავად მარკ ტეტჩერი კი, რომელიც ბიზნესს ეწეოდა, ეკვადორულ გვინეაში ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით შიდა პატიმრობაში იმყოფება. პოლიციამ ჩხრეკვის დროს კეიპტაუნში მდებარე ტეტჩერის სახლიდან ბევრი დოკუმენტი წაიღო. გამოძიება აცხადებს, რომ მათ მოეპოვებათ უტყუარი ინფორმაცია, რომ მარკ ტეტჩერი სახელმწიფო გადატრიალებას აფინასებდა. ამავე საქმეში მონაწილებაზე პოლიციას უკვე დაპატიმრებული ჰყავს 14 კაციანი ჯგუფი, რომელთა შორის 6 სომეხიც იმყოფება.
XS
SM
MD
LG