Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა " ურთიერთგაგებისა


რომის პაპმა " ურთიერთგაგებისა და შერიგებისაკენ" მოუწოდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მე-16 საუკუნი ყაზანის ღვთისმშობლის ხატი,

რომის პაპმა " ურთიერთგაგებისა და შერიგებისაკენ" მოუწოდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მე-16 საუკუნი ყაზანის ღვთისმშობლის ხატი,
რომელიც ათი წელი ინახებოდა ვატიკანში ამ დღეებში რუსეთის პატრიარქს გადაეცემა. ამ გადაწყვეტილების შესახებ საზეიმო ვითარებაში ოთხშაბთს რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ გამოაცხადა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა დღეს " ურთიერთგაგებისა და შერიგებისაკენ" მოუწოდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. " იქნებ ამ ხატმა დაარწმუნოს პატრიარქი ალექსეი გულწრფელ განზრახვაში რომის პაპისა, რომელსაც სურს მასთან ერთად იაროს ურთიერთგაგებისა და შერიგების გზით, რათა მოახლოვდეს დღე ყველა იმ მოღწმუნის გაერთიანებისა, რომელთათვისაც გულმხურვალედ ლოცულობს ქრისტე მაცხოვარი", - აღნიშნა რომის პაპმა. ურთიერთობა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ვატიკანს შორის ბოლო დრომდე დაძაბული რჩება. რუსი მართლმადიდებლები კათოლიკეებს ტრადიცულ მართლმადიდებელ ქვეყნებში პროზელიტიზმში, ანუ მორწმუნეთა გადაბირებაში დებენ ბრალს.
XS
SM
MD
LG