Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით, მოსკოვში აფხაზური


სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით, მოსკოვში აფხაზური და ოსური დიასპორის წარმომადგენლებმა

სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით, მოსკოვში აფხაზური და ოსური დიასპორის წარმომადგენლებმა
რუსეთის ნაციონალ-პატრიოტულ ძალებთან ერთად საქართველოს საელჩოსთან სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის მხარდასაჭერად მიტინგი გამართეს. სულ აქციაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ლოზუნგებს შორის წაიკითხავდით: "ხელები შორს სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთისგან", "ქართველო ხალხო, აშშ-ს მსახურებს დაღუპვისკენ მიყავხართ". მოსკოვში საქართველოს საელჩოს პარასკევს მოსკოვის მილიცია იცავდა. ხუთშაბათს ღამით მოსკოვში საქართველოს საელჩოს უცნობმა პირებმა ლაყე კვერცხები დაუშინეს.
XS
SM
MD
LG