Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიამ აფხაზეთისა და დასავლეთი საქართველოს


ევროკომისიამ აფხაზეთისა და დასავლეთი საქართველოს სხვა რეგიონებისთვის 4 მილიონი ევროს ღირებულების

ევროკომისიამ აფხაზეთისა და დასავლეთი საქართველოს სხვა რეგიონებისთვის 4 მილიონი ევროს ღირებულების
ჰუმანიტარული დახმარება გამოყო. ევროკომისიის წარმომადგენელმა ჟან-შარლ ელერმან-კინიომბმა ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ ევროკავშირი ცდილობს ყურადღება მიაქციოს ე.წ. "მივიწყებულ კრიზისებს", რომლებსაც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე ომების შედეგად ჩაეყარა საფუძველი: [ელერმან-კინიომბის ხმა] "იქ არის რამდენიმე ასეული ათასი იძულებით გადაადგილებული პირი. არის ჯანდაცვასთან, სასურსათო უზრუნველყუოფასთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები. მიუხედავად ასეთი პრობლემებისა საქართველომ ვერ შეძლო საერთაშორისო დონორი საზოგადოებრიობის ყურადღების მობილიზება". ევროკომისიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 4 მილიონიანი დახმარება დასავლეთ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთში მოსახლეობის უღარიბეს ფენას მიეწოდება. საშუალო პენსია აფხაზეთში თვეში 3 დოლარს შეადგეს. ევროკავშირის გრანტი გამიზნულია 80 ათასი უკიდურესად გაჭირვებული ადამიანისთვის სურსათის მიწოდებისა და კიდევ 65 ათასი ადამიანისთვის სხვა სახის დახმარების გაწევისთვის. გარდა ამისა, დახმარება ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა 20 თავშესაფრის აღდგენას აფხაზეთსა და მის მიმდებარე რეგიონში.
XS
SM
MD
LG