Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის ბაზრობის დახურვამ საბაჟო დეპარტამენტის


ერგნეთის ბაზრობის დახურვამ საბაჟო დეპარტამენტის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა.

ერგნეთის ბაზრობის დახურვამ საბაჟო დეპარტამენტის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა.
ამის შესახებ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი გოდაბრელიძემ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გოდაბრელიძის ინფორმაციით, ბაზრობის გაუქმებამდე მიმდინარე წლის იანვარში, რეგიონალურმა საბაჟომ ,,ჩრდილოეთმა” სახელმწიფო ბიუჯეტში 900 ათასი ლარი შეიტანა, ხოლო აგვისტოში ამ მაჩვენებელმა 4 მილიონ 650 ათასი ლარი შეადგინა. ბაზრობის გაუქმების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა დიზელის, ფქვილის, ხორბლისა და რუსული წარმოების საკვები პროდუქტების იმპორტის მაჩვენებლები. გოდაბრელიძის შეფასებით, ერგნეთის ბაზრობის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდული საქონლის შემოსვლით ბიუჯეტი წელიწადში 120 მილიონი ლარის შემოსავალს კარგავდა. ერგნეთის ბაზრობის გაუქმების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე წლის ზაფხულში მიიღო.
XS
SM
MD
LG