Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაურკვეველი ვითარებაა ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელობის


გაურკვეველი ვითარებაა ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელობის წევრის, სადამ ჰუსეინის უახლოესი თანაშემწის იზატ იბრაჰიმ დურის გარშემო.

გაურკვეველი ვითარებაა ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელობის წევრის, სადამ ჰუსეინის უახლოესი თანაშემწის იზატ იბრაჰიმ დურის გარშემო.
როგორც ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა დღეს, დური შაბათს დააკავეს ქალაქ თიქრითის მახლობლად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს. სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, შეიარაღებული პირების ჯგუფმა, რომელიც დურის იცავდა, წინააღმდეგობა გაწია. მწვავე შეტაკებაში მოკლული და დაჭრილია სულ ცოტა 70 ადამიანი. ეს ინფორმაცია დაადასტურეს ერაყის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა. მაგრამ მას მერე, რაც ამერიკის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ არ მოეპოვება ინფორმაცია დურის დაპატიმრების შესახებ, ერაყის სამხედრო სარდლობამაც უარყო დურის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია. შეერთებულ შტატებს 10 მილიონი დოლარი ჯილდო აქვს დაწესებული დურის შეპყრობისთვის.
XS
SM
MD
LG