Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განცხადა, რომ კოალიციის ჯარები დაამარცხებენ მეამბოხეებს ერაყში

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განცხადა, რომ კოალიციის ჯარები დაამარცხებენ მეამბოხეებს ერაყში
მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყებიდან ერაყში ამერიკის 1000 ჯარისკაცი დაიღუპა. [ბუშის ხმა] "საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვებთ, ვინაიდან თავისუფლება ცვლის ქვეყნებს და თავისუფლება ცვლის ხალხის ჩვევებს. თავისუფლება ხელს უწყობს მშვიდობას და ამიტომაც დიდად ვაფასებთ მსხვერპლს, რომელსაც იღებენ ჩვენი ჯარისკაცები. ისინი დიდ მიზანს ემსახურებიან. ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ ამ მისიას და ამით პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას." შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჯონ კერიმ ოჰაიოს შტატის ქალაქ სინსინატიში გამოსვლისას თქვა: [კერის ხმა] "გუშინ ტრაგიკულ რიცხვს მივაღწიეთ. ამერიკის ათასზე მეტმა ვაჟმა და ქალიშვილმა გაიღო სიცოცხლე ამერიკისთვის მსახურებაში. ათასზე მეტმა ვაჟმა და ქალიშვილმა, ქმარმა და ცოლმა, ძმამ და დამ, რომლებიც არასოდეს დაბრუნდებიან შინ იმ ცხოვრებაში, რომელზეც ისინი ოცნებობდნენ."
XS
SM
MD
LG