Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ქალაქ ჰერათში არეულობის დროს


ავღანეთის ქალაქ ჰერათში არეულობის დროს სულ მცირე 3 სამოქალაქო პირი დაიღუპა და ბევრი დაშავდა.

ავღანეთის ქალაქ ჰერათში არეულობის დროს სულ მცირე 3 სამოქალაქო პირი დაიღუპა და ბევრი დაშავდა.
არეულობა დაიწყო მასშტაბური დემონსტრაციის დროს, რომლის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიერ ჰერათის პროვინციის გუბერნატორ ისმაილ ხანის მოხსნის გამო. მის ნაცვლად უკრაინაში ავღანეთის ელჩი, საიედ მოჰამად ხაირხვა დაინიშნა. ბრბომ ჰერათში იერიში მიიტანა გაეროს ორ ოფისზე, ცეცხლი წაუკიდა მანქანებს და შენობებს. ქაბულში აშშ-ის ელჩის ინფორმაციით, რამდენიმე ამერიკელი სამხედრო პირი დაშავდა, როცა მათ ქვები დაუშინეს გაეროს პერსონალის ევაკუაციისას. ჰერათში ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, დემონსტრაციის 3 მონაწილე მოკლეს ავღანელმა პოლიციელებმა და ჯარისკაცებმა. კარზაიმ დღეს აღნიშნა, რომ ისმაილ ხანი კი არ მოხსნეს, არამედ დააწინაურეს - მას მინისტრის პოსტი შესთავაზეს. კარზაი იმედოვნებს, რომ ისმაილ ხანი ქაბულში ჩავა და მინისტრის პოსტზე მუშაობას დაიწყებს. ჰერათში არეულობასთან დაკავშირებით, გაეროს სააგენტომ ლტოლვილთა საკითხებში გადაწყვიტა, რომ შეაჩეროს ირანიდან ავღანეთში ლტოლვილების რეპატრიაცია.
XS
SM
MD
LG