Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვალ ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის


ხვალ ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მეექვსე სხდომა,

ხვალ ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მეექვსე სხდომა,
რომელზეც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს. საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, სხდომის ძირითადი თემებია: კონფლიქტების მოგვარება, ურთიერთობა რუსეთთან, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, დონორთა კონფერენციის შედეგები და ევროკომისიის დახმარების პროგრამები, რეგიონული თანამშრომლობის განვითარება და სხვა. საქართველოს დელეგაციაში, ზურაბიშვილთან ერთად, შედიან სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ კოვზირიძე.
XS
SM
MD
LG