Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასტანაში დსთ-ის სამიტის მსვლელობაში გაიმართა


ასტანაში დსთ-ის სამიტის მსვლელობაში გაიმართა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების ცალკე შეხვედრა.

ასტანაში დსთ-ის სამიტის მსვლელობაში გაიმართა საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების ცალკე შეხვედრა.
მოგვიანებით პუტინმა გამოთქვა რწმენა, რომ ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლა ვერ მოაგვარებს ვითარებას აფხაზეთში. სააკაშვილმა კი ასევე მოგვიანებით მოსკოვი დაადანაშაულა ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში: სააკაშვილის თქმით, მოსკოვის კავშირები საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონთან ეწინააღმდეგება მოსკოვისვე მკაცრ პოლიტიკას რუსეთში სეპარატიზმის წინააღმდეგ.
[სააკაშვილის ხმა] “ჩვენ გადაჭრით დავგმეთ არა მარტო ის, რაც ბესლანში მოხდა, არამედ ყველაფერი, რაც რუსეთში ტერორიზმსა და სეპარატიზმს უკავშირდება. და რასაკვირველია იმავე სტანდარტს, იმავე მიდგომას მოველით რუსეთისაგან. და ვფიქრობ, ამ მხრივ არსებობს პროგრესის დიდი პოტენციალი.”
XS
SM
MD
LG