Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება 2003ი წლის მარტში ერაყში

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება 2003ი წლის მარტში ერაყში
შეჭრის თაობაზე უკანონო იყო. [ანანის ხმა] “უწინაც მითქვამს, რომ ერაყის წინააღმდეგ ომი გაეროს ქარტიას ეწინააღმდეგებოდა. ჩვენი პოზიციიდან, გაეროს ქარტიის პოზიციიდან, ეს ომი უკანონო იყო”. კოფი ანანმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან ინტერვიუში გამოთქვა აზრი, რომ საჭირო იყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც მოიწონებდა ერაყში შეჭრას. მის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა: აშშ-ის განმარტებით, ის არ ეთანხმება ანანის შეფასებას, თითქოს ინტერვენცია ერაყში უკანონო იყო. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა უთხრა ჟურნალისტებს, ამერიკის მთავრობას სჯერა, რომ სამხედრო ოპერაცია გამართლებული იყო ერაყის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მთელი რიგი რეზოლუციებით. მსგავსი შინაარსის განცხადებები გააკეთეს ერაყის საკითხში ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოებმაც, მათ შორის ავსტრალიამ და პოლონეთმა.
XS
SM
MD
LG