Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს საინტერნეტო გვერდ "კავკაზცენტრ.კომ"-ზე გავრცელდა


პარასკევს საინტერნეტო გვერდ "კავკაზცენტრ.კომ"-ზე გავრცელდა ცნობა, რომელშიც ნათქვამია

პარასკევს საინტერნეტო გვერდ "კავკაზცენტრ.კომ"-ზე გავრცელდა ცნობა, რომელშიც ნათქვამია
, რომ ჩეჩენ მეამბოხეთა სამხედრო ლიდერი შამილ ბასაევი რუსეთის სამხრეთში, ქალაქ ბესლანში მძევლების აყვანაზე იღებს პასუხისმგებლობას. ამ განცხადების სინამდვილის დამადასტურებელი რაიმე სხვა განცხადება ჯერ არ გავრცელებულა. "კავკაზცენტრ.კომ"-ზე გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ბასაევი არის პასუხისმგებელი ბოლო დროს რუსეთში განხორციელებულ სხვა ტერაქტებზეც, მათ შორის – თვითმკვლელის მიერ განხორციელებულ აფეთქებაზე მოსკოვის მეტროსთან. შეერთებული შტატების სახლემწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ არმიტიჯი აცხადებს, რომ ბესლანში მძევლების აყვანაზე პასუხიმგებლობის აღებით ბასაევმა თავისი არაადამიანურობა აჩვენა.
XS
SM
MD
LG