Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო


ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება 2005 წლიდან ქვეყანაში

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება 2005 წლიდან ქვეყანაში
სამხედრო გაწვევის გაუქმების შესახებ. იმისათვის, რომ ძალაში შევიდეს, იგივე გადაწყვეტილება ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატამაც უნდა მიიღოს და ხელმოწერით დაამტკიცოს პრეზიდენტმა. ასეთ შემთხვევაში სამხედრო გაწვევის გამოცხადება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჩეხეთის საომარ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში. სამხედრო გაწვევის წესი ჩეხეთში თითქმის 140 წლის მანძილზე მოქმედებდა. ახლა მოქმედი წესის თანახმად, ყველა ჩეხეთის მოქალაქე ყველა მამაკაცი, ვისაც 18 წელი შეუსრულდება ვალდებულია ერთწლიანი სამხედრო სამსახური გაიაროს.
XS
SM
MD
LG