Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის შატოის რაიონში ორი რუსი


ჩეჩნეთის შატოის რაიონში ორი რუსი სამხედრო მოკლეს და ორი დაჭრეს. რუსეთის არმიის ავტოკოლონა დღეს დილით

ჩეჩნეთის შატოის რაიონში ორი რუსი სამხედრო მოკლეს და ორი დაჭრეს. რუსეთის არმიის ავტოკოლონა დღეს დილით
მოჰყვა ცეცხლში. გროზნოში გუშინ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ოფიცერი და სამი თანამშრომელი მოკლეს, მათ შორის ამ უწყების გროზნოს განყოფილების უფროსის მოადგილე. მათ სროლა შესამოწმებლად გაჩერებული მანქანიდან აუტეხეს, თავდამსხმელები გაიქცნენ. ინგუშეთში, სოფელ სურხარისთან ბრძოლა გაიმართა 25 კაციან შეირაღებულ ჯგუფთან. სამი მეამბოხე მოკლეს. დანარჩენები მიიმალნენ.
XS
SM
MD
LG