Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აშშ-ის ჯარის მეთაური გენერალი


ავღანეთში აშშ-ის ჯარის მეთაური გენერალი დევიდ ბარნო აცხადებს, რომ ავღანელი მეამბოხეები არ წყვეტენ

ავღანეთში აშშ-ის ჯარის მეთაური გენერალი დევიდ ბარნო აცხადებს, რომ ავღანელი მეამბოხეები არ წყვეტენ

მცდელობას ჩაშალონ 9 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები. ერთ-ერთი კანდიდატი ამ არჩევნებზე, სეტარი ფიქრობს, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს.
დღეს ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პირველი წინასაარჩევნეო მოგზაურობა გამართა ქაბულს გარეთ. ის შვეულმფრენით შიბირღანს ესტუმრა, ჩრდილოეთში, მას უხვი მცველი ახლდა.
დღესვე ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ამ ქვეყანაში ჰეროინის მწამმოებელი 47 ლაბორატორია გაანადგურეს. ამოიღეს 61 ტონა ნარკოტიკი. 12 კაცი დაიჭირეს ამ საქმესთან დააკავშირებით.
XS
SM
MD
LG