Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაათავისუფლეს ორი იტალიელი ქალი


დღეს გაათავისუფლეს ორი იტალიელი ქალი, მძევლად აყვანილი ერაყში ამ სამი კვირის წინ. ერაყში ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლების,

დღეს გაათავისუფლეს ორი იტალიელი ქალი, მძევლად აყვანილი ერაყში ამ სამი კვირის წინ. ერაყში ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლების,
სიმონა პარისა და სიმონა ტორეტას გათავისუფლების ამბავი იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ აუწყა იტალიის პარლამენტს და აღნიშნა, რომ მძევლების გათავისუფლება რთული მოლაპარაკებების შედეგი გახდა. დღესვე ერაყში გაათავისუფლეს სულ მცირე 4 კაცი მძევლად აყვანილი 6 ეგვიპტელიდან. 6-ვე ეგვიპტის კომპანია "ორასკომის" თანამშრომელია. ისინი გასულ კვირაში გაიტაცეს. "ორასკომის" განცხადებით, ის განაგრძობს ძალისმხევას დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად. დღესვე გამოუშვეს მძევლად აყვანილი ორი ერაყელიც.
XS
SM
MD
LG