Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ეწინააღმდეგება ირანის ბირთვული პროგრამის


მოსკოვი ეწინააღმდეგება ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გადაცემას და აცხადებს, რომ ამას გაეროს ატომური ენერგიის სააგენტომ უნდა გაართვას თავი.

მოსკოვი ეწინააღმდეგება ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გადაცემას და აცხადებს, რომ ამას გაეროს ატომური ენერგიის სააგენტომ უნდა გაართვას თავი.
ამის თაობაზე დღეს მოსკოვში გააკეთა განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა. მისი თქმით, საკითხი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს კომპეტენციაში შედის. ამასთან, ივანოვმა გაიმეორა, რომ რუსეთი განაგრძობს ირანისთვის დახმარების გაწევას ბირთვული პროგრამის განხორციელებაში. [ივანოვის ხმა] "ჩვენ არაერთხელ აღვნიშნავდით და აღვნიშნავთ, რომ რუსეთი განაგრძობს ირანთან ბირთვული თანამშრომლობის განვითარებას, კერძოდ, ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში. ეს პროექტი ბოლომდე შესრულდება იმ პირობით, რომ მთელი ნახმარი ბირთვული საწვავი კვლავ რუსეთში დაბრუნდება." ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მოუწოდა თეირანს, შეწყვიტოს ურანის გამდიდრების პროგრამა - პროცესი, რომლითაც ხდება საწვავის გამომუშავება ბირთვული რეაქტორებისთვის, მაგრამ ამ საწვავის გამოყენება ბირთვული იარაღისთვისაც არის შესაძლებელი. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ირანი საიდუმლოდ მუშაობს ბირთვულ იარაღზე, რასაც თეირანი უარყოფს.
XS
SM
MD
LG